ფეხბურთი

11:51 | 3.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

დავით ხოჭოლავა: "ისე ვემზადებოდით, როგორც ოფიციალური მატჩისთვის"

საქართველოს ნაკრების მცველმა დავით ხოჭოლავამ რუმინეთის ნაკრებთან (2:1) თამაში შეაფასა. როგორც ქართველმა ფეხბურთელმა განაცხადა, ისე ემზადებოდნენ, როგორც ოფიციალური თამაშისთვის.

"შეკრების დაწყებიდანვე არ გვქონდა იმის შეგრძნება, რომ ამხანაგური მატჩებისთვის ვემზადებოდით. იმიტომ, რომ ახალი მწვრთნელი გვყავს, რომელმაც ახალი იდეები შემოგვთავაზა. რუმინეთის წინააღმდეგ, ოფიციალური მატჩივით ვითამაშეთ, 90 ვიბრძოლეთ და რაც მთავარია გავიმარჯვეთ“, - თქვა ხოჭოლავამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 6 ივნისს, სტუმრად ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.108887