ფეხბურთი

23:52 | 2.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გიორგი მამარდაშვილი კარიერას "ვალენსიაში" გააგრძელებს

გიორგი მამარდაშვილი კარიერას „ვალენსიაში“ გააგრძელებს. „დინამო თბილისის“ ვებგვერდი ინფორმაციით, ქართველმა მეკარემ კონტრაქტი უკვე გააფორმა.

მამარდაშვილი „ვალენსიაში“ 1-წლიანი იჯარით ითამაშებს, თუმცა ესპანელებს მისი გამოსყიდვის უპირატესი უფლება ექნებათ.

"ეს ტრანსფერი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს დინამოს აკადემიისა და ხელმძღვანელობის სწორ სასელექციო და სატრანსფერო პოლიტიკას. ჩვენი მხრიდან კი წარმატებას ვუსურვებთ გიორგი მამარდაშვილს“, - წერს „დინამოს“ ვებგვერდი.

შეგახსენებთ, გიორგი მამარადაშვილი „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია. 2020 წლიდან ის იჯარით „ლოკომოტივში“ თამაშობდა, სადაც თავის გამოჩენა მოახერხა და საქართველოს ნაკრებშიც იძახებენ, მაგრამ ჯერ დებიუტი არ ჰქონია.

0.110297