ფეხბურთი

19:14 | 2.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე "ტოტენჰემს" უახლოვდება

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარ მწვრთნელად შესაძლოა ანტონიო კონტე დაინიშნოს. იტალიური მედიის ცნობით, მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს.

„მამლები“ რაიან მეისონის შემცვლელს ეძებენ, რომელმაც „ტოტენჰემს“ ჟოზე მოურინიოს გათავისუფლების შემდეგ სეზონი დაასრულებინა, მაგრამ მასთან თანამშრომლობის განახლება არ იგეგმება.

კონტე ამჟამად უმუშევარია და „ინტერი“ რამდენიმე დღის წინ დატოვა. კონტრაქტის პირობები ამ ეტაპზე არ ხმაურდება.

51 წლის იტალიელს ინგლისში მუშაობის გამოცდილება აქვს და 2016-2018 წლებში ლონდონის „ჩელსის“ თავკაცი იყო, რომელსაც 2017 წელს პრემიერლიგა მოაგებინა.

0.112321