ფეხბურთი

17:16 | 2.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

მარკ ვან ბომელი "ვოლფსბურგს" გაწვრთნის

გერმანული „ვოლფსბურგის“ მთავარ მწვრთნელად მარკ ვან ბომელი დაინიშნა. ინფორმაცია „მგლების“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. მხარეებმა კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმეს.

ნიდერლანდელი ოლივერ გლასნერს შეცვლის, რომელმაც კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა, მაგრამ გუნდი დატოვა და მუშაობას ფრანკფურტის „აინტრახტში“ გააგრძელებს.

მარკ ვან ბომელი 2018-2019 წლებში პსვ ეინდჰოვენს ავარჯიშებდა, მას მერე კი გერმანულ ტელევიზიაში მიმომხილველად მუშაობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112227