ფეხბურთი

1:27 | 2.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი შესაძლოა "ბარსელონაში" დარჩეს, მაგრამ ხელფასის შემცირება მოუწევს

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე რონალდ კუმანმა შესაძლოა მუშაობა გააგრძელოს. ამის შესახებ Sport-ი იტყობინება.

წყაროს თანახმად, ნიდერლანდელ სპეციალისტს თანამდებობაზე დატოვებენ, მაგრამ ხელფასის შემცირებაზე თანახმა უნდა იყოს. კუმანს „ბარსასთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი სეზონი აკავშირებს და კლუბს მის მომავალთან დაკავშირებით ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ გაუსაჯაროვებია.

შეგახსენებთ, რონალდ კუმანმა „ბარსელონა“ გასულ ზაფხულს ჩაიბარა და კატალონურ გრანდს ესპანეთის თასი მოაგებინა.

0.130431