ფეხბურთი

19:43 | 1.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნობელ არუსტამიანი: ”კვარაცხელია ტოპ დონის გუნდისთვის მზადაა"

Match TV– ს კომენტატორმა ნობელ არუსტამიანმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ახალგაზრდა შემტევი მზად არის დიდ კლუბში ითამაშოს.

„მგონია, რომ ხვიჩა უკვე მზადაა ტოპ კლუბში სათამაშოდ. ინგლისში არიან ისეთი კლუბები, როგორიც "ევერტონია", იტალიაში კი „ატალანტა“, „ლაციო“. მიუხედავად იმისა, რომ სერია A-ში საუბარია „იუვენტუსზე“, „მილანზე“ და „ინტერზე“, - განაცხადა არუსტამიანმა Match TV- ს პირდაპირ ეთერში.

ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ი მას 15 მილიონ ევროდ აფასებს.

ახალგაზრდა შემტევს კარგა ხანია „იუვენტუსს“ უკავშირებენ. მან რუსეთის პრემიერლიგის გასულ სეზონში 23 მატჩში თავი 4 გოლით, 4 საგოლე პასითა და 4 მოპოვებული პენალტით გამოიჩინა.

0.119494