ფეხბურთი

17:37 | 1.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

38 წლის ფაბიო კუალიარელამ "სამპდორიასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

გენუის „სამპდორიას“ თავდამსხმელმა ფაბიო კუალიარელამ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და ლიგურიელთა ღირსებას 2022 წლის 30 ივნისამდე დაიცავს. ინფორმაცია „სამპას“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

38 წლის კუალიარელა „სამპდორიას“ ლეგენდაა, სადაც 2006-2007 წლებში და 2015 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში 33 მატჩში 13 გოლი გაიტანა, მთლიანობაში კი 222 შეხვედრაში 99 გოლი აქვს გატანილი. 2018-2019 წლების სეზონში სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი 26 გოლით გახდა.

ფაბიო კუალიარეალას სხვადასხვა დროს „ტორინოს“, „ფიორენტინას“, „კიეტის“, „ტორინოს“, „ასკოლის“, „უდინეზეს“, „ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ ღირსებას იცავდა, იტალიის ნაკრებში კი 28 თამაშში 9 გოლი გაიტანა.

0.123951