ფეხბურთი

16:40 | 1.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძე თბილისშია და "დინამოს" ბაზაზე ვარჯიშობს (+VIDEO)

ბელგიური გენტის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე საქართველოშია და „დინამო თბილისის“ ბაზაზე ემზადება. ინფორმაცია „გენტის“ ტვიტერის გვერდმა გაავრცელა და ვარჯიშის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა.

21 წლის ფეხბურთელთან ერთად იმყოფება ბელგიური კლუბის ფიზმომზადების მწვრთნელი იური გეურკინი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ მუხლის ტრავმა მიიღო, რომელზედაც ოპერაცია გაიკეთა. მან ბოლო ოფიციალური შეხვედრა ოქტომბერში ჩაატარა, საერთო ჯამში კი 2020-2021 წლების სეზონში სულ სამ თამაშში მიიღო მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11829