ფეხბურთი

11:24 | 1.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზლატანი: „საწყენია, რომ ევროზე ვერ ვითამაშებ, მაგრამ არასოდეს ვნებდები“

„მილანისა“ და შვედეთის ნაკრების 39 წლის თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ჟურნალისტებს ევრო 2000-ზე მისი არყოფნის შესახებ ესაუბრა.

„საწყენია, რომ ევროზე ვერ ვითამაშებ, მაგრამ არასოდეს ვნებდები.“ - ციტირებს ზლატანის სიტყვებს Football Italia.

იბრაჰიმოვიჩმა მორიგი ტრავმა, იტალიის სერია A-ს 35-ე ტურის მატჩში მიიღო „იუვენტუსის“ წინააღმდეგ. მაისის შუა რიცხვებში კი შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იანე ანდერსონმა, განაცხადა, რომ იბრაჰიმოვიჩი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს.

0.120942