ფეხბურთი

1:15 | 1.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის სეზონის სიმბოლური გუნდი ცნობილია

უეფამ საკუთარ ვებგვერდზე ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელშიც 23 ფეხბურთელი შეიყვანა. დომინანტი ტრიუმფატორი ლონდონის „ჩელსია“, რომლიც 7 ფეხბურთელი მოხვდა სეზონის სიმბოლურში.

აღსანიშნავია, რომ სიაში არ არის კრიშტიანუ რონალდუ. პორტუგალიელი ბოლო 10 სეზონის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურში ხვდებოდა, მაგრამ ამჯერად ასე არაა.

ჩემპიონთა ლიგის სეზონის სიმბოლური:

მეკარეები: ტიბო კურტუა (რეალი), ედერსონი (მანჩესტერ სიტი), ედუარ მენდი (ჩელსი)

მცველები: სეზარ ასპილიკუეტა (ჩელსი), რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი), მარკინიოსი (პსჟ), ანტონიო რიუდიგერი (ჩელსი), ბენ ჩილველი (ჩელსი), დავიდ ალაბა (ბაიერნი)

ნახევარმცველები: ჟორჟინიო (ჩელსი), მეისონ მაუნტი (ჩელსი), ნგოლო კანტე (ჩელსი), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), ილქაი გიუნდოგანი (მანჩესტერ სიტი), ლუკა მოდრიჩი (რეალი), სერჟიო ოლივეირა (პორტუ), ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი)

თავდამსხმელები: ერლინგ ჰოლანდი (დორტმუნდი), კილიან მბაპე (პსჟ), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), კარიმ ბენზემა (რეალი), ნეიმარი (პსჟ), ლიონელ მესი (ბარსელონა)

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონი ორი დღის წინ დასრულდა და ფინალში ლონდონის „ჩელსიმ“ კაი ჰავერტცის გოლით „მანჩესტერ სიტი“ 1:0 დაამარცხა და ისტორიაში მეორედ მოიგო ევროპის უპრესტიჟულესი ტურნირი.

0.13523