ფეხბურთი

0:05 | 1.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

კოპა ამერიკა არგენტინის ნაცვლად ბრაზილიაში გაიმართება

კოპა ამერიკის 2021 წლის გათამაშება არგენტინაში არ გაიმართება და ტურნირს ბრაზილია უმასპინძლებს. ამის შესახებ კონმებოლი ოფიციალურად იტყობინება.

„ბრაზილიაში ჩატარდება 2021 წლის კოპა ამერიკა. ტურნირის დაწყებისა და დასრულების თარიღები დადასტურებულია. მასპინძელ ადგილებს და კალენდარს უახლოეს საათებში გამოვაქვეყნებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

კოპა ამერიკა თავიდან კოლუმბიასა და არგენტინაში უნდა გამართულიყო, მაგრამ კოლუმბიაში საპროტესტო პოლიტიკური აქციების გამო ვერ ჩატარდა. შემდეგ მხოლოდ არგენტინა გადაწყდა, მაგრამ პანდემია გახდა პრობლემა, რის შედეგადაც მასპინძელი კიდევ ერთხელ შეიცვალა. კოპა ამერიკის გათამაშება 13 ივნისიდან 10 ივლისამდე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118868