ფეხბურთი

17:26 | 31.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლეონარდომ პსჟ-დან პოჩეტინოს შესაძლო წასვლა უარყო

„პარი სენ ჟერმენის“ სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ უარყო ინფორმაცია, თითქოს მაურისიო პოჩეტინო კლუბს ტოვებს. ბოლო ხანს, აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ არგენტინელს გუნდიდან წასვლა სურს, მაგრამ ბრაზილიელმა ეს არ დაადასტურა.

„მაურისიო პოჩეტინოს ჩვენთან ორწლიანი კონტრაქტი აქვს და ძალიან ბედნიერები ვართ“, - თქვა ლეონარდომ.

სამხრეთამერიკელს ყველაზე ხშირად მადრიდის „რეალსა“ და „ტოტენჰემს“ უკავშირებენ. პოჩეტინომ პსჟ მიმდინარე წლის იანვარში ჩაიბარა და გუნდს საფრანგეთის თასი და სუპერთასი მოაგებინა, ჩემპიონთა ლიგას ნახევარფინალში დაემშვიდობა, ხოლო ლიგა 1-ში ჩემპიონის ტიტული „ლილმა“ წაართვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115447