ფეხბურთი

10:27 | 31.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო თბილისის" სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

საქართველოს ჩემპიონი „დინამო თბილისი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე განთესილ გუნდებშია და 6.5 კოეფიციენტით წილისყრისას მომგებიან პოზიციაში ხვდება, რადგან განუთესავი გუნდები ფურცელზე გაცილებით სუსტები არიან, ვიდრე განთესილთა უმეტესობა.

„დინამო თბილისის“ სავარაუდო მეტოქეების სია პორველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ასეთია:

„რიგა“ (ლატვია), „ჰიკი“ (ფინეთი), „ლინფილდი“ (ჩრდ. ირლანდია), „ფოლა ეში“ (ლუქსემბურგი), „შახტიორი“ (ბელარუსი), „ნეფთჩი“ (აზერბაიჯანი), „მაკაბი“ (ისრაელი), „კონაჰი“ (უელსი), „შემროკი“ (ირლანდია), „ვალური“ (ისლანდია), „ბოდო გლიმტი“ (ნორვეგია), „მურა“ (სლოვენია), „ტეუტა“ (ალბანეთი), „ბორაცი“ (ბოსნია), „ჰამრუნი“ (მალტა).

ამ გუნდებს დაემატებათ პრესაკვალიფიკაციო ეტაპზე ორ წყვილში გამარჯვებული ორი გუნდი - „ტორშავნი“ (ფარერები), „პრიშტინა“ (კოსოვო), „ინტერი“ (ანდორა), „ფოლგორი“ (სან მარინო) - ამ ოთხიდან ორი.

„დინამო თბილისის“ გარდა, განთესელები იქნებიან: „დინამო“ (ხორვატია), „ლუდოგორეცი“ (ბულგარეთი), „მალმიო“ (შვედეთი), „კლუჟი“ (რუმინეთი), „ლეგია“ (პოლონეთი), „შერიფი“ (მოლდოვა), „ფერენცვაროში“ (უნგრეთი), „შკენდია“ (მაკედონია), „სლოვანი“ (სლოვაკეთი), „ალაშკერტი“ (სომხეთი), „ჟალგირისი“ (ლიეტუვა), „ფლორა“ (ესტონეთი), „ბუდუჩნოსტი“ (მონტენეგრო), „ყაირატი“ (ყაზახეთი), „ლინკოლნი“ (გიბრალტარი).

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 6-7 და 13-14 ივლისს გაიმართება, ხოლო წილისყრა 15 ივნისს ჩატარდება და შესაბამისად, „დინამოს“ მეტოქეც გაირკვევა.

0.121312