ფეხბურთი

17:23 | 30.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინომ პსჟ-ს წასვლის სურვილის შესახებ აცნობა

მაურისიო პოჩეტინოს „პარი სენ ჟერმენის“ დატოვება სურს. ფრანგული მედიის ცნობით, არგენტინელმა მწვრთნელმა კლუბის ხელმძღვანელობას გუნდიდან წასვლის სურვილის შესახებ აცნობა.

ეს კიდევ უფრო ამყარებს ჭორებს, რომ პოჩეტინო ყოფილ კლუბთან, ლონდონის „ტოტენჰემთან“ მოლარაკებებს აწარმოებს და „დეზებში“ დაბრუნება სურს. აღსანიშნავია, რომ ლონდონელებიც ახალ მწვრთნელს აქტიურად ეძებენ.

პოჩეტინომ პსჟ იანვარში ჩაიბარა და გუნდს საფრანგეთის თასი და სუპერთასი მოაგებინა, მაგრამ საფრანგეთის ჩემპიონობა ვერ მოახერხა, ისევე როგორც ჩემპიონთა ლიგაზე მაქსიმუმი ნახევარფინალი გამოდგა.

0.108156