ფეხბურთი

16:46 | 30.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

რომაული დერბი ბოატენგისთვის

იტალიური კლუბები „რომა“ და „ლაციო“ ჟერომ ბოატენგისთვის იბრძვიან. ადგილობრივი მედიის ცნობით, დედაქალაქელები გერმანელ ფეხბურთელს თავისთან ეპატიჟებიან.

უცნობია წინადადების ფინანსური მხარე. ბოატენგს „ბაიერნთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და უკვე ცნობილია, რომ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. ჟერომს „რომასა“ და „ლაციოს“ გარდა, სტამბოლის „ფენერბახჩეც“ ეპატიჟება.

შეგახსენებთ, ჟერომ ბოატენგი „ბაიერნში“ 2011 წლიდან თამაშობდა და 364 თამაშში 10 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11066