ფეხბურთი

13:47 | 30.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

აფრიკელი შამანების წყევლა და პეპ გვარდიოლა ჩემპიონთა ლიგაზე

პეპ გვარდიოლამ კარიერაში მეორე ფინალი წააგო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოგებას უკვე 10 წელია ვერ ახერხებს. „მანჩესტერ სიტიმ“ ლონდონის „ჩელსისთან“ ძალზე უსახური ფეხბურთი აჩვენა და დამსახურებულად წააგო - 0:1.

ამრიგად, ესპანელისთვის ეს ტურნირი „ბარსელონას“ გარეშე მიუღწეველია. „ჩელსისთან“ მარცხის შემდეგ ბევრმა გაიხსენა იაია ტურეს აგენტის, დმიტრი სელუკის სიტყვები. 2018 წელს, როდესაც კოტ დივუარელს გვარდიოლას გამო „სიტის“ დატოვება მოუწია, სელუკმა თქვა, რომ აფრიკული წყევლის გამო პეპი ჩემპიონთა ლიგას ვეღარ მოიგებდა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი აფრიკელი შამანი საშუალებას არ მისცემს გვარდიოლას მომავალში ჩემპიონთა ლიგა მოიგოს. ეს გვარდიოლას აფრიკული წყევლის მსგავსი იქნება და დრო აჩვენებს, მართალი ვარ თუ არა“, - ამბობდა სელუკი.

ფაქტია, სელუკის პროგნოზი არავინ იცის გამართლდება თუ არა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჯერჯერობით ამართლებს.

0.115987