ფეხბურთი

19:26 | 29.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ანორთოსისის" პრეზიდენტი: "გენტს" ქვილითაიას 2.5 მილიონ ევროდ გაყიდვა უნდა"

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ პრეზიდენტმა ევგენიოს ჰამბულასმა გიორგი ქვილითაიასა და თორნიკე ოქრიაშვილის შესახებ ისაუბრა. მან განცხადებები თემურ ქეცბაიასთან კონტრაქტის 2023 წლამდე განახლებასთან დაკავშირებულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

როგორც ჰამბულასმა აღნიშნა, ოქრიაშვილს კარიერის კვიპროსის მიღმა გაგრძელება სურს, მაგრამ თუ კვიპროსში დარჩება, პრიორიტეტული „ანორთოსისი“ იქნება. ქვილითაიას სანაცვლოდ ბელგიური „გენტი“ 2.5 მილიონ ევროს ითხოვს.

„ქვილითაია „გენტის“ საკუთრებაა. ბელგიურმა გუნდმა გვაცნობა, რომ მათი მიზანია მისი 2.5 მილიონ ევროდ გაყიდვა. პულაიდისს დავურეკე და მითხრა, რომ მომეცადა. ასეთი ფეხბურთელები ხელმისაწვდომი სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს ხდებიან. ასე იყო შარშან.

ოქრიაშვილი? თასის მოგების შემდეგ ოქრიაშვილი ჩემს ოფისში მოვიდა. ვუთხარი, რომ მისი დარჩენა გვინდოდა. მითხრა, რომ კვიპროსის ორი გუნდისგან ჰქონდა წინადადება, მაგრამ მას საზღვარგარეთ წასვლა სურდა. ჩვენ შევთანხმდით, რომ თუ კვიპროსში დარჩენას გადაწყვეტს, პირველ რიგში ჩვენთან დაიწყოს მოლაპარაკებები და ისიც დაგვთანხმდა“, - აღნიშნა ჰამბულასმა.

შეგახსენებთ, თორნიკე ოქრიაშვილი „ანორთოსისში“ 2019 წლიდან თამაშობდა და გასულ სეზონში კვიპროსის ჩემპიონატის 20 მატჩში 9 გოლი გაიტანა. გიორგი ქვილითაიამ ფამაგუსტელთა რიგებში იჯარით გატარებულ სეზონში 37 თამაში ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115689