ფეხბურთი

13:43 | 29.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ნაპოლის" სპალეტი გაწვრთნის

იტალიური „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელად ლუჩანო სპალეტი დაინიშნა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გაავრცელა.

სპალეტი ნეაპოლელთა რიგებში მუშაობას 1 ივლისიდან შეუდგება და მან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ლუჩანო ჯენარო გატუზოს შეცვლის, რომელმაც „ფიორენტინა“ უკვე ჩაიბარა.

აღსანიშნავია, რომ „ნაპოლი“ თავიდან სერჟიო კონსეისაოსთან იყო შეთანხმებული, მაგრამ ბოლო მომენტში გარიგება ჩაიშალა.

სპალეტი 2019 წლის შემდეგ არ უმუშავია, როდესაც „ინტერიდან“ დაითხოვეს. მას კარიერის განმავლობაში „უდინეზეში“, „რომასა“ და „ზენიტში“ აქვს ნამუშევარი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100361