ფეხბურთი

11:04 | 29.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ალაბა: "მოუთმენლად ველოდები გულშემატკივრების წინაშე თეთრი მაისურით თამაშს"

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელის რანგში დავიდ ალაბამ პირველი კომენტარი გააკეთა. ავსტრიელი ფეხბურთელის განცხადებით, მან ერთი განსაკუთრებული გუნდი დატოვა, მაგრამ მეორეში გადავიდა და მოუთმენლად ელოდება თეთრი მაისურით თამაშს.

„განსაკუთრებული გუნდი დავტოვე და სხვა განსაკუთრებულ გუნდში გადავედი. ნამდვილად ბედნიერი და მოხარული ვარ, რომ მადრიდის „რეალში“ მოვხვდი. მიუნხენში გატარებული ამდენი წლის შემდეგ ახალი გამოწვევა მჭირდებოდა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ კლუბის განსაკუთრებული ისტორია გავაგრძელო.

მოუთმენლად ველოდები მადრიდში გულშემატკივრების წინაშე პირველად ვითამაშო თეთრი მაისურით. დარწმუნებული ვარ, ეს თავგადასავალი წარმატებული იქნება“, - დაწერა ალაბამ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დავიდ ალაბა „რეალს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

0.115104