ფეხბურთი

21:03 | 28.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბასტონიმ "ინტერნთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

იტალიის ეროვნული ნაკრების მცველმა ალესანდრო ბასტონიმ მილანის "ინტერთან" კონტრაქტი 2024 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია "ნერაძურის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ბასტონი "ატალანტას" აკადემიის აღზრდილია და "ინტერს" 2017 წელს შეუერთდა. გასულ სეზონში იტალიელმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 41 მატჩი ჩაატარა და თავი ოთხი საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ასევე, ალესანდრო გასულ სეზონში იტალიის ჩემპიონი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108624