ფეხბურთი

18:12 | 28.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ლივერპულმა" იბრაჰიმა კონატე დაიმატა

ინგლისურმა „ლივერპულმა“ გერმანული „ლაიფციგიდან“ იბრაჰიმა კონატეს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა და დაცვის ცენტრი გააძლიერა. გერმანულმა გუნდმა 22 წლის ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ 41.5 მილიონი ევრო მიიღო.

„ეს ნამდვილად ემოციური მომენტია ჩემთვსი და ჩემი ოჯახისთვის. მოუთმენლად ველოდები ჩემს ახალ თანაგუნდელებთან, სტაფთან ერთად ახალი თავის დაწეყბას. დიდი ხანი ვმუშაობდი ამ ეტაპისთვის მისაღწევად. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო „ლაიფციგს“ და ყველა იმ ადამიანს, ვისთანაც ვმუშაობდი. მწვრთნელებს, თანაგუნდელებს, სტაფს და უპირველეს ყოვლისა გულშემატკივრებს“, - თქვა კონატემ.

იბრაჰიმა კონატემ კარიერა „სოშოში“ დაიწყო, ხოლო „ლაიფციგში“ 2017 წლიდან თამაშობდა და 94 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.

0.121594