ფეხბურთი

1:32 | 28.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ვენეცია" 19-წლიანი პაუზის შემდეგ სერია A-ში დაბრუნდა

„ვენეცია“ 19-წლიანი პაუზის შემდეგ იტალიის სერია A-ში დაბრუნდა. პაოლო ძანეტის გუნდმა სერია B-ს პლეი-ოფის ფინალში „ჩიტადელა“ ორი მატჩის ჯამში 2:1 დაამარცხა.

ვენეტოელებმა პირველი თამაში სტუმრად 1:0 მოიგეს, შინ ამავე ანგარიშით აგებდნენ, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე გაათანაბრეს და 2002 წლის მაისის შემდეგ, როდესაც სერია A-ში ბოლო თამაში გამართეს, ელიტაში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.

„ვენეცია“ სერია A-ში მეშვიდედ აღზევდა, ბოლოს ეს ზუსტად 20 წლის წინ გააკეთა, როდესაც სერია B-დან სერია A-ს საგზური 2000-2001 წლების სეზონში ჩეზარე პრანდელის ხელმძღვანელობით მოიპოვა. თუმცა, ელიტაში გატარებული 2001-2002 წლების სეზონი წარუმატებელი გამოდგა, დაქვეითდა და მას მერე სერია A-ში პირველად აღზევდა.

აქვე გეტყვით, რომ „ვენეციამდე“ სერია A-ს საგზური „ემპოლიმ“ და „სალერნიტანამ“ მოიპოვეს, შესაბამისად, სწორედ ეს გუნდები შეავსებენ „ბენევენტოს“, „კროტონესა“ და „პარმას“ ადგილებს, რომლებიც დაქვეითდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119477