ფეხბურთი

1:04 | 28.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

კლოზე: "ფეხზე თრომბოზი მაქვს, არ მინდა სამწვრთნელო კარიერა ასე დავიწყო"

მიროსვლავ კლოზე დამოუკიდებლად სამწვრთნელო კარიერის დაწყებას აპირებდა, მაგრამ გეგმები შეეცვალა. ლეგენდარულ ფეხბურთელზე ფეხზე თრომბოზი აღმოაჩნდა, რის გამოც კარიერის დაწყება მომავლისთვის გადადო.

„სამი კვირის წინ ფეხის არეში მოულოდნელი ტკივილი მქონდა. ექიმთან მივედი, ტკივილი მატულობდა. მეგონა, რომ ნერვი იყო, ამის ნაცვლად დიაგნოზი შოკისმომგვრელი გამოდგა. ფეხზე ორი თრომბოზი მაქვს, „ბაიერნის“ ექიმებმა მაშინვე მითხრეს, რომ ამ სიტუაციასთან ხუმრობა არ შეიძლება. დასვენება დამინიშნეს. ვერ დავრბივარ, ცურვა არ შემიძლია, ფეხბურთს ვერ ვთამაშობ. ვარჯიშის დროს გავგიჟდი, ბურთის დარტყმაც ვერ შევძელი. მივხვდი, რომ ასე ვერ ვიმუშავებდი, არ მინდა, მწვრთნელის კარიერა ასე დავიწყო.

უარით გავისტუმრე ყველა შეთავაზება. როდესაც ჯანმრთელი ვიქნები, მაშინ შევძლებ ჩემი იდეების გაზიარებას არ მსურს ასისტენტად დარჩენა, მიუხედავად იმისა, რომ ფლიკთან მუშაობა ყველაზე მარტივი გზა იქნებოდა, მაგრამ არ მინდა“, - თქვა კლოზემ.

შეგახსენებთ, რომ მიროსლავ კლოზე მიუნხენის „ბაიერნში“ ჰანს-დიტერ ფლიკის ასისტენტი იყო, მაგრამ მასთან ერთად „რეკორდმაისტერი“ დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122295