ფეხბურთი

23:15 | 27.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

უეფა ჩემპიონთა ლიგაზე "ოთხთა ფინალის" შემოღებას აპირებს

უეფამ შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის ფორმატი შეცვალოს. New York Times-ის ინფორმაციით, სერიოზულად განიხლება ვარიანტი, რომლის მიხედვით ნახევარფინალური ეტაპი ორის ნაცვლად ერთმატჩიანი იქნება.

უფრო მეტიც, ორივე ნახევარფინალური თამაში ფინალის მსგავსად ერთ ქალაქში ერთ კვირაში ჩატარდება და ე.წ „ოთხთა ფინალის“ სახეს მიიღებს. უეფა ამ ცვლილების შემოტანას 2024 წლიდან გეგმავს.

უეფაში თვლიან, რომ ეს ფორმატი გულშემატკივრებში ინტერესს გაზრდის და თამაშების აუდიტორიაც მოიმატებს. 2024 წლამდე ამ ცვლილების შემოღება გამორიცხულია, რადგან იქამდე უეფას მოქმედი ფორმატი უკვე დამტკიცებული აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127155