ფეხბურთი

18:48 | 27.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსია" ხოსე ბორდალასმა ჩაიბარა

ესპანური „ვალენსიას“ მთავარ მწვრთნელად ხოსე ბორდალასი დაინიშნა. ესპანელმა სპეციალისტმა „ღამურებთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

57 წლის ბორდალასი 2016 წლიდან „ხეტაფეს“ ავარჯიშებდა. გასულ სეზონში „ხეტაფე“ გავარდნას ბოლოსწინა ტურში გადაურჩა და მე-15 ადგილი დაიკავა. მას ასევე უმუშავია „ალავესში“, „ალკორკონსა“ და „ელჩეში“.

აქვე გეტყვით, რომ „ვალენსიამ“ 2020-2021 წლების სეზონი მე-13 ადგილზე დაასრულა.

0.125994