ფეხბურთი

12:49 | 27.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჟირუ „მილანში“

„ჩელსის“ ფორვარდმა, ოლივიე ჟირუმ, „მილანთან“ კონტრაქტს მოაწერა ხელი - გვამცნობს Calciomercato.

წყაროს ინფორმაციით, 34 წლის ფრანგი „როსონერიში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა. კონტრაქტი ორწლიანია და წელიწადში მისი ხელფასი 4 მილიონი ევრო იქნება.

კლუბი ახალი ფეხბურთელის შესახებ ოფიციალურად ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ გამოაცხადებს, რომელიც 29 მაისს გაიმართება პორტუში. ერთმანეთს ინგლისური გუნდები: „მანჩესტერ სიტი“ და ჟირუს უკვე ყოფილი კლუბი „ჩელსი“ შეხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109049