ფეხბურთი

11:53 | 27.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

დე ხეამ ბოლო 36 პენალტის მოგერიება ვერ შეძლო

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარემ, დავიდ დე ხეამ, ვერ შეძლო ბოლო 36 თერთმეტმეტრიანი დარტყმის მოგერიება - გვამცნობს WhoScored.com.

წყაროს ინფორმაციით, ესპანელმა კარის დარაჯმა პენალტი ბოლოს 2016 წლის 23 აპრილს მოიგერია.

შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათ საღამოს, ევროპა ლიგის ფინალში, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ვილიარეალთან“ პენალტების სერიაში წააგო (10:11. ძირითადი და დამატებითი დრო - 1:1). დე ხეამ ვერცერთი თერთმეტმეტრიანი მოიგერია. საკუთარი დარტყმა კი გააცუდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126052