ფეხბურთი

11:24 | 27.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

„თქვენ მე უკეთესი გამხადეთ“ - ლუკაკუ კონტეს ემოციურად დაემშვიდობა

რომელუ ლუკაკუ ანტონიო კონტეს „ინტერიდან“ წასვლას ემოციურად გამოეხმაურა. კონტემ მილანური კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტი გუშინ, 26 მაისს დატოვა.

„პირველად 2014 წელს შევხვდით და მას შემდეგ ჩვენს შორის კავშირი არ გაწყვეტილა. ბევრჯერ ყოფილა შესაძლებლობა ერთად გვემუშავა, მაგრამ მხოლოდ ღმერთმა უწყის, ასე რატომ არ მოხდა. თქვენ ჩემს ცხოვრებაში საჭირო დროს გამოჩნდით და უკეთესი გამხადეთ, როგორც ფეხბურთელი. ახლა კი ერთად გავიმარჯვეთ.

ერთად მუშაობა ერთი სიამოვნება იყო. ყოველთვის ვიქნები თქვენი პრინციპების ერთგული. მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეთ.“ - დაწერა ტვიტერის საკუთარ გვერდზე ბელგიელმა შემტევმა.

შეგახსებთ, რომ „ინტერი“ ახლადდამთავრებულ სერია A-ს სეზონში იტალიის ჩემპიონი გახდა.

0.114575