ფეხბურთი

22:37 | 26.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"აინტრახტი" გლასნერმა ჩაიბარა

"ვოლფსბურგის" აწ უკვე ყოფილი მწვრთნელი ოლივერ გლასნერი მომავალი სამი სეზონის განმავლობაში ფრანკფურტის "აინტრახტს" გაწვრთნის. აღნინული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

გლასნერი "მგლებს" ბოლო ორი სეზონის განმავლობაში წვრთნიდა და აწ უკვე დასრულებულ სეზონში მისმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა. ოლივერმა აღნიშნულ პოსტზე ადე ჰიუტერი შეცვალა, რომლის წასვლის შესახებ ინფორმაცია სეზინის დასრულებამდე გავრცელდა.

2020/21 წლების სეზონში "აინტრახტმა" ბუნდესლიგაში მეხუთე ადგილი დაიკავა და მომავალ სეზონში ევროპა ლიგაზე ითამაშებს.

0.127252