ფეხბურთი

15:20 | 26.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერის" ლეგენდარული მცველი გარდაიცვალა

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი და მილანის „ინტერის“ ლეგენდარული მცველი ტარჩიზო ბურგნიჩი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

ბურგნიჩი „ინტერში“ 1962-1974 წლებში თამაშობდა და ელენიო ერერას ერაში „ნერაძურის“ დაცვის შეუცვლელი ლიდერი იყო. მან მილანურ გრანდში 358 თამაშში 5 გოლი გაიტანა

ტარჩიზოს კარიერა „უდინეზეში“ დაიწყო, შემდეგ თითო სეზონი „იუვენტუსსა“ და „პალერმოში“ გაატარა, ხოლო კარიერის ბოლოს 1974-1977 წლებში „ნაპოლის“ ღირსებას იცავდა. იტალიის ნაკრბეში მან 1963-1974 წლებში 66 თამაშში ორი გოლი გაიტანა.

ბურგნიჩი 5-ჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, ორჯერ ჩემპიონთა თასი და საკონინენტთაშორისო თასი მოიგო, ერთხელ იტალიის თასი, ევროპის ჩემპიონატი და 1970 წელს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლა. მან „სკუადრა აძურას“ 2 გოლი გაიტანა და ერთ-ერთი ლეგენდარულ მატჩში, 1970 წლის მუნდიალის ნახევარფინალში გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ (4:3).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112752