ფეხბურთი

21:49 | 24.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალომ" წარუმატებელი სერია შეწყვიტა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-15 ტურაში თბილისის "საბურთალო" "თელავს" ესტუმრა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ზოგადად, ორივე გუნდი თამაშს ცუდ ვითარებაში შეხვდა: "საბურთალო" ორი მატჩის წაგებით და "თელავი" 13-მატჩიანი მოგებელი სერიით. ამდენად, 3 ქულის ფასი ძალიან დიდი იყო.

საბოლოოდ, ხვია შუბითიძის გუნდმა მეტოქეს აჯობა და მეორე ტაიმში ორი გოლი გაუტანა. ანგარიში გიორგი ლაცაბიძემ გახსნა, ხოლო ბოლო წუთზე ლევან ნონიკაშვილმა სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

"საბურთალომ" 24 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში "ლოკომოტივთან" ერთად მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფს. "თელავს" 14-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და 8 ქულით ბოლო ადგილზეა.

"თელავი" - "საბურთალო" 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 ლაცაბიძე (59), 0:2 ნონიკაშვილი (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112143