ფეხბურთი

20:20 | 24.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ახალი მწვრთნელი სერჟიო კონსეისაო იქნება

"პორტუს" მთავარი მწვრთნელი სერჟიო კონსეისაო სავარაუდოდ მუშაობას "ნაპოლიში" გააგრძელებს. ამის შესახებ Corriere Dello Sport-ი იტყობინება.

როგორც იტალიური გამოცემა წერს, რომ 46 წლის სპეციალისტი "პორტუს" ფეხბურთელებს უკვე დაემშვიდობა და "ნაპოლიში" რამდენიმე დღეში ოფიციალურად წარადგენენ.

კონსეისაო "პორტუში" 2017 წლიდან მუშაობს, ხოლო მანამდე "ნანტის" თავკაცი იყო. მას იტალიაში თამაშის გამოცდილებას აქვს და "ლაციოს", "პარმას" და "ინტერის" ღირსებას იცავდა.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჯენარო გატუზო აურელიო დე ლაურენტისმა სოციალურ ქსელში გავრცელებული წერილით გაათავისუფლა მას მერე, რაც ნეაპოლური გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდა.

0.119481