ფეხბურთი

19:12 | 24.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედოს" ზედიზედ მესამე გამარჯვება ეროვნულ ლიგაში

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-15 ტურში ქუთაისის "ტორპედო" სტუმრად ქობულეთის შუქურას დაუპირისპირდა და დამაჯერებლად დაამარცხა.

უგოლო ტაიმის შემდეგ, სტუმრებმა გადამწყვეტი უპირატესობა მეორე ნახევარში მოიპოვა. ქუთათურები ბუკასმა დააწინაურა, ხოლო მატჩის მიწურულს ფადი ზიდანმა სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 0:2.

"ტორპედომ" სეზონი ძალიან მძიმედ დაიწყო, 12 ტური მოუგებლად განვლო, მაგრამ ბოლო სამი ტურია დიდებულად ათამაშდა, სამივე შეხვედრა მოიგო და სატურნირო ვითარებაც გამოიკეთა. იმერული გუნდი 16 ქულით მეშვიდე ადგილამდე აღზევდა, ხოლო "შუქურას" პირიქით, ბოლო სამი თამაში წააგო, 14 ქულა აქვს და პლეი-აუტის ზონაში, მერვე ადგილზე დაეშვა.

"შუქურა" - "ტორპედო" 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 ბუკასი (59), 0:2 ზიდანი (90)

0.118557