ფეხბურთი

18:56 | 23.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკის მორიგი რეკორდი ბუნდესლიგაში

მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი ბუნდესლიგის ისტორიაში კიდევ ერთი რეკორდის ავტორი გახდა. ის პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ზედიზედ ოთხჯერ მოიგო ბუნდესლიგის ბომბარდირის ტიტული.

ლევანდოვსკიმ 2017/2018 წლების სეზონში 29 გოლი გაიტანა, შემდეგ სეზონში 22 გოლი, 2019-2020 წლების სეზონში 34, ხოლო ამ სეზონში 41 გოლი. ცნობისთვის, მეორე ადგილზე გასულმა ანდრე სილვამ სეზონი 28 გოლით დაასრულა.

შეგახსენებთ, ლევანდოვსკიმ გერდ მიულერის 49-წლიანი რეკორდი გააუმჯობესა და ერთ სეზონშ 41 გოლი გერმანიის ბუნდესლიგაში არავის მის გარდა არავის გაუტანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116099