ფეხბურთი

16:06 | 23.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი აბუაშვილი კარიერას "პორტუში" გააგრძელებს

საქართველოს ასაკობრივი ნაკრების წევრი გიორგი აბუაშვილი "პორტუში" ითამაშებს. 18 წლის ფეხბურთელმა, რომელიც "დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილია, პორტუგალიურ გრანდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 47-ნომრიანი მაისური მოირგო.

აბუაშვილი საწყის ეტაპზე "პორტუს" მეორე გუნდში ითამაშებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთავარ გუნდში მოხვედრის შანსი არ ექნება - თავის გამოჩენის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება დააწინაურონ.

გიორგი აბუაშვილი მიმდინარე სეზონში "დინამო თბილისში" თამაშობდა და ეროვნულ ლიგაში მოედანზე ოთხჯერ გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112684