ფეხბურთი

12:20 | 23.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო სიმეონე: "ბედნიერი ბევრი ადამიანის გამო ვარ"

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ესპანეთის ჩემპიონის ტიტულის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ბევრი ადამიანის გამო ბედნიერია.

"ბედნიერი ვარ, ბევრი ადამიანის გამო. ასეთ რთულ წელს, როდესაც ვირუსის გამო ბევრი ადამიანი გამოგვაკლდა, ჩემპიონები გავხდით. რთული წელი იყო, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონობისთვის და ჩვენთვისაც ერთ-ერთი საუკეთესო გამოდგა.

დღეს ვუყურე ჩვენს ბოლო მატჩს "კალდერონზე", როდესაც კლუბში დარჩენაზე ვფიქრობდი, მე ვთქვი, რომ დავრჩებოდი, რადგან მეგონა, რომ კლუბს მომავალი ჰქონდა და არც ვცდებოდი. კლუბი ზრდას განაგრძობს", - თქვა სიმეონემ.

შეგახსენებთ, "ატლეტიკომ" ესპანეთის ჩემპიონობა მე-11-ედ მოახერხა, ხოლო სიმეონემ "როხიბლანკო" მეორედ გააჩემპიონა (2014, 2021).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119423