ფეხბურთი

12:56 | 23.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდმა მსაჯს მაისური გაუცვალა

დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა გერმანელ მსაჯ მანუელ გრაფეს მაისური გაუცვალა. გამოცდილმა არბიტრმა ბუნდესლიგაში ბოლო შეხვედრა "დორტმუნდსა" და "ლევერკუზენს" შორის იმსაჯა.

თამაშის დასრულების შემდეგ მან ნორვეგიელ ფეხბურთელს მაისურის გაცვლა სთხოვა და მანაც დაუფიქრებლად მიიღო წინადადება.

აქვე გეტყვით, რომ მანუელ გრაფე გერმანიის ბუნდესლიგაში 2004 წლიდან მსაჯობდა.

0.152372