ჭიდაობა

22:46 | 22.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჭკუასელიძის ვერცხლი ევროპის ჩემპიონატზე, ქაცანაშვილი ფინალში იჭიდავებს

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე თემურ ჭკუასელიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო გიორგი ქაცანაშვილი ოქროსთვის იბრძვის და ფინალში იჭიდავებს.

ჭკუასელიძემ (87 კგ) ნიდერლანდელ ტაირონ სტერკენბურგს 10:1 აჯობა, რასაც ბულგარელ სვეტოსლავ ნიკოლოვთან გამარჯვება მოჰყვა (10:0), ნახევარფინალში თემურმა სომეხი გევორქ ტადევოსიანი 8:0 დაამარცხა და ფინალში იჭიდავა, სადაც მისი მეტოქე რუსი ალექსანდრ კომაროვი იყო, რომელთანაც 1:6 წააგო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ფინალში იჭიდავებს გიორგი ქაცანაშვილი, რომელმაც ხორვატი ფილიპ სმეტკო 8:0, გერმანელი პატრიკ ნოიმაიერი 5:1, ავსტრიელი მარკუს რაგინგერი 6:2 და ჩეხი ონდრეი დადაკი 4:3 დაამარცხა. კვირას ფინალში რუს არტურ სარგსიანს დაუპირისპირდება.

82 კგ წონით კატეგორიაში აივენგო რიკაძემ ესტონელი რანეტ კაიოლა (6:0) და უკრაინელი დმიტრო გარდუბეი 3:1 დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში უნგრელ ტამას ლევაისთან 1:2 წააგო და კვირას ბრინჯაოს მედლისთვის გავა ხალიჩაზე.

ლერი აბულაძეს (63 კგ) ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში რუს რახმან ტავმურზაევთან 2:4 წააგო და უმედლოდ დარჩა. ნიკოლოზ ჩხაიძემ (77 კგ) რეპეშაჟში პოლონელ ადამ ბედნარჟთან 6:5 მოიგო, მაგრამ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა სომეხ სამველ გრიგორიანთან 2:11 დათმო. ჯონი ხეცურიანმა (67 კგ) თავიდან პოლონელი მატეუშ შევჩუკი 6:0 დაამარცხა, ხოლო აზერბაიჯანელ ჰასრათ ჯაფავორთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. 72 კგ წონით კატეგორიაში ოთარ აბულაძეს ბრინჯაოს მედლის შანსი აქვს. მან პირველი ბრძოლა წააგო სომეხ მალხას ამოიანთან, რომელიც ფინალში გავიდა და ჩვენებურივ რეპეშაჟში იასპარეზებს.
ირაკლი ძიმისტარიშვილმა (60 კგ) პირველივე შეხვედრა წააგო უნგრელ კრისტიან კეშჩკემეტისთან 6:12 და ასპარეზობას გამოეთიშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113266