ფეხბურთი

21:23 | 22.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

აზარის მინდორზე ერთი წუთი ყოფნა „რეალს“ 39,4 ათასი ევრო უჯდება

ესპანურმა გამოცემა AS-მა, სატრანსფერო ღირებულების გათვალისწინებით გამოთვალა, რამდენი უჯდება მადრიდის „რეალს“ ბელგიელი ვარსკვლავის, ედენ აზარის, ყოველი წუთი მინდორზე ყოფნა.

2019 წლის ზაფხულში აზარი „სამეფო კლუბში“ 100 მილიონ ევროდ (პლუს ბონუსები) გადავიდა. სატრანსფერო თანხის დაფარვა ხუთ წელიწადზეა გათვლილი. 40 პროცენტი უკვე გადახდილია. ფეხბურთელის ჯამაგირი დაახლოებით 30 მილიონი ევროა გადასახადების გარეშე. კორონასიტუაციის გამო კი 10 პროცენტით შეამცირეს.

ჯამში ბელგიელმა „რეალში“ თამაშისას მინდორზე 2391 წუთი გაატარა და ორი სეზონის განმავლობაში 5 ბურთი გაიტანა. ანუ ყოველი წუთი „სამეფო კლუბს“ 39,4 ათასი, ყოველი გოლი კი 18,8 მილიონი ევრო დაუჯდა...

მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, განაცხადა, რომ ტრავმის გამო აზარი მიმდინარე სეზონში აღარ ითამაშებს.

0.116234