ფეხბურთი

18:37 | 22.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" ყოფილი მეკარე 46 წლის ასაკში გარდაიცვალა

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი მეკარე ფრანსესკ არნაუ 46 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. ესპანელი "ოვიედოს" სპორტულ დირექტორად მუშაობდა და განცხადებაც ესპანური კლუბის ვებგვერდმა გაავრცელა.

არნაუს კარიერა "ბარსელონაში" დაიწყო, რომლის ღირსებას 1996-2001 წლებში თამაშობდა, ხოლო 2001 წლიდან კარიერის ბოლომდე, რომელიც 2010 წელს დაასრულა, "მალაგას" ღირსებას იცავდა.

მას ასევე უთამაშია ესპანეთის ასაკობრივ ნაკრებებში, მაგრამ ეროვნული ნაკრების მაისური არასდროს მოურგია.

0.108945