ფეხბურთი

11:44 | 22.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

აგუეროს "ბარსელონაში" ტრანსფერი გადაწყდა და ნაკლებ ხელფასზე დათანხმდა

"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი სერხიო აგუერო კატალონიის "ბარსელონას" შეუთანხმდა. ფაბრიციო რომანოს ცნობით, ყველაფერი გადაწყვეტილია და ტრანსფერი ოფიციალურად ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ დადასტურდება.

აგუერო ბარსელონასთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში ხელფასის სახით 5 მილიონ ევროს მიიღებს (მაშინ, როცა "სიტიში" სეზონში 12 მილიონს გამოიმუშავებდა). აგუერომ "ბარსაში" გადასვლა ლიონელ მესისთან თამაშის სურვილსაც უკავშირდება.

კუნს მანჩესტერელებთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და ესპანურ გრანდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

32 წლის ფორვარდი "მანჩესტერ სიტიში" 2011 წლიდან თამაშობდა და დღემდე 388 მატჩში 258 გოლის გატანა მოახერხა. არგენტინელი ესპანეთში 10-წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება, რადგან 2006-2011 წლებში მადრიდის "ატლეტიკოს" ღირსებას იცავდა.

0.114504