ფეხბურთი

19:58 | 21.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

მალინოვსკი იტალიის ჩემპიონატის მაისის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

უკრაინის ეროვნული ნაკრების და ბერგამოს "ატალანტას" ნახევარმცველი რუსლან მალინოვსკი სერია A-ს მაისის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია იტალიის ჩემპიონატის ოფიციალურმა ტვიტერის გვერდმა გაავრცელა.

ნახევარმცველმა მაისში ოთხი შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. მალინოვსკის მაისში კიდევ ერთი შეხვედრა აქვს ჩასატარებელი და შესაძლოა "მილანთანაც" გამოიჩინოს თავი. მიმდინარე სეზონში კი რუსლანმა ყველა ტურნირზე 42 მატჩი გამართა, საიდანაც მეტოქეთა კარი ათჯერ აიღო, ხოლო თანაგუნდელებს 12-ჯერ გაატანინა.

0.113795