ფეხბურთი

18:45 | 21.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" ვეინალდუმთან მოლაპარაკებები დაიწყო

ინგლისური "ლივერპულის" ნახევარმცველი ჯორჯინიო ვეინალდუმი შესაძლოა მიუნხენის "ბაიერნში" გადავიდეს. Sport 1-ის ინფორმაციით, გერმანული გუნდის ხელმძღვანელებმა ნიდერლანდელთან პირველი მოლაპარაკებები უკვე გამართეს.

ვეინალდუმს "ლივერპულთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და შესაბამისად, გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, "რეკორდმაისტერს" კი მისი დამატება უფასოდ შეეძლება.

30 წლის ფეხბურთელი "ლივერპულში" 2016 წლიდან თამაშობს და 236 მატჩში 22 გოლი აქვს გატანილი. მას კარიერის განმავლობაში ასევე უთამაშია "ნიუკასლში", პსვ ეინდჰოვენსა და "ფეიენოორდში".

0.118163