ფეხბურთი

19:22 | 20.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰარი კეინი: "არასდროს მითქვამს, რომ მუდამ აქ დავრჩებოდი, მინდა საუკეთესო ვიყო"

ჰარი კეინს ლონდონის "ტოტენჰემის" დატოვება სურს და ინგლისური მედიაში გავრცელებული ინფორმაცია თავადაც დაადასტურა. 27 წლის ინგლისელს კარიერის ახალ ეტაპზე გადასვლის სურვილი აქვს და იმედოვნებს, რომ კლუბი მას გაყიდის.

"ჩემი კარიერის გზაგასაყარზე მივედი. კარგი ურთიერთობა მაქვს პრეზიდენტ ლევისთან, შესაძლოა, 100 მილიონ გირვანქა სტერლინგად გამყიდონ. კლუბში 16 წელია ვარ, ასე რომ ვფიქრობ, კარგი დიალოგი შესაძლებელია და ვითარების შეფასება. არ მინდა კარიერა სინანულით დავასრულო. მინდა, მაქსიმალურს მივაღწიო და არასდროს მითქვას, რომ ტოტენჰემში მთელი ცხოვრება დავრჩებოდი. კიდევ 7-8 წელი ვითამაშებ, ვფიქრობ, ბევრი რამის გაკეთება კიდევ შემიძლია.

არ მეშინია იმის თქმის, რომ მინდა საუკეთესო ვიყო და მივაღწიო იმ დონეს, რომელსაც მესიმ და რონალდუმ მიაღწიეს, რადგან ჩემი რეალურია მიზანია ტიტულების მოგება, წელიწადში 50, 60, 70 გოლის გატანა. ეს არის სტანდარტი, რომლის მიღწევაც მინდა", - თქვა კეინმა.

შეგახსენებთ, რომ ჰარი კეინს "ტოტენჰემის" მაისურით გამართულ 334 მატჩში 220 გოლი აქვს გატანილი.

0.108968