თამაშგარე

12:48 | 20.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ალისა შმიდტი სპორტს არ ღალატობს

2019 წელს ბულვარული გამცემების მიერ მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ სპორტსმენად აღიარებული გერმანელი მორბენალი ალისა შმიდტი შარშან უცნაურად მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ ორი თვეა რაც ვარჯიშების რუტინულ პროცესს დაუბრუნდა და ამბობს, რომ პრობლემებთან ბრძოლა მისი ცხოვრების სტილია.

I-//bms1.adjarabet.com/place/75-90]

როგორც ალისა ირწმუნება, მასზე ადრეც ბევრი პროგნოზირებდა, რომ ლამაზი გარეგნობის გამო აუცილებლად მიატოვებდა სპორტს და სხვა საქმეს მიჰკიდებდა ხელს და როდესაც ტრავმა მიიღო, ლამის ყველამ ირწმუნა, რომ ამ გოგოს ადგილი სპორტში აღარ იყო. თუმცა, ცრუ პროგნოზისტებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ.

ალისა შმიდტი 22 წლისაა და თუკი გერმანულ სპორტულ მედიას ვერწმუნებით (ან რატომ არ უნდა ვერწმუნოთ?) 5 წლის ასაკიდან დარბის. მძლეოსონობაზე მამას დაჰყავდა, რომელიც თავადაც ყოფილი მორბენალი იყო და როგორც ჩანს ქალიშვილს სპორტის ამ სახეობისადმი ისეთი სიყვარული ჩაუნერგა, რომ ალისა მძიმე ტრავმის შემდეგაც კი არ აპირებს მომავლის გადახედვას.

0.123393