ფეხბურთი

2:07 | 19.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რუბინში" კვარაცხელიას მათთვის სარეკორდო ფასში გასაყიდად ემზადებიან

ყაზანის „რუბინი“ ხვიჩა კვარაცხელიას გასაყიდად ემზადება და შესაბამისად, სასურველი წინადადების მიღებას ელოდება. Sport-express-ის ინფორმაციით, ყაზანელთა მიზანია ხვიჩა მათთვის სარეკორდო ფასად გაყიდონ.

„რუბინმა“ 2014 წელს სალომონ რონდონი 18 მილიონ ევროდ გაყიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველ შემტევში ამაზე მეტს, მინიმუმ 20 მილიონ ევროს მოითხოვენ და ეს მინიმალური ფასი იქნება მისი ტრანსფერისთვის.

კვარაცხელიას ბოლო ხანს არაერთ გუნდს უკავშირებენ, მათ შორის აქტიურად „იუვენტუსსა“ და „მილანს“, მაგრამ ამ დროისთვის ყველაზე რეალურ ვარიანტად ინგლისური „ლიდს იუნაიტედი“ მოსჩანს. Hitc-ი წერს, რომ მარსელო ბიელსას გუნდმა იგივე ფასი რაფინიას სანაცვლოდ გადაიხადა და მზადაა კვარაცხელიას შემთხვევაშიც იგივე გააკეთონ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული. რუსეთის პრემიერლიგის აწ დასრულებულ სეზონში 20 წლის შემტევმა 23 მატჩში 4 გოლი, 4 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113821