ფეხბურთი

19:24 | 18.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

კლოზე შესაძლოა გერმანული გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდეს

მიროსლავ კლოზემ შესაძლოა დიუსელდორფის „ფორტუნას“ მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩაიბაროს. ახალგაზრდა სპეციალისტის მიწვევა გერმანული კლუბის სპორტულ დირექტორ კლაუს ალოფსს სურს.

ალოფსი კლოზეს ძალიან კარგად იცნობს, რადგან 2004-2007 წლებში „მირო“ ბრემენის „ვერდერის“ ფეხბურთელი იყო, ხოლო ალოფსი „მუსიკოსთან“ მენეჯმენტს ხელმძღვანელობდა.

კლოზე ამჟამად ჰანს-დიტერ ფლიკის ასისტენტია „ბაიერნში“, მაგრამ სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებენ და მოსალოდნელია, რომ ლეგენდარული თავდამსხმელი დამოუკიდებლად მუშაობას დაიწყებს.

აქვე გეტყვით, რომ დიუსელდორფის „ფორტუნა“ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ბინადარია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113515