ფეხბურთი

14:54 | 18.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

კანტონა პრემიერლიგის დიდების დარბაზში შეიყვანეს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარული შემტევი, ერიკ კანტონა, ახლახან დაარსებული პრემიერლიგის დიდების დარბაზის მესამე წევრი გახდა.

მანამდე ეს პატივი ალან შირერსა და ტიერი ანრის ერგოთ. ფრანგმა გამოკითხვაში 23 კონკურენტს აჯობა. მალე დარბაზს კიდევ ხუთ მოთამაშე შეემატება.

კანტონამ საფეხბურთო კარიერა 1982 წელს დაიწყო. 1991 წელს ინგლისში გადაბარგდა და „ლიდსის“ მოთამაშე გახდა, რომელთან ერთადაც ინგლისის ჩემპიონი გახდა. შემდეგ იყო ხუთი დიდებული წელი „მანჩესტერ იუნატედში,“ რომლის განმავლობაშიც ოთხჯერ მოიგო პრემიერლიგა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117063