ფეხბურთი

11:48 | 18.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერი“ და „ევერტონი“ ტრიპიერით დაინტერესდნენ

მადრიდის „ატლეტიკოს“ მცველით, კირან ტრიპიერით „მანჩესტერ იუნაიტედი და „ევერტონი“ დაინტერესდნენ - გვამცნობს Athletic.

ტრიპიერი „მანჩესტერ სიტის“ აღზრდილია და 2015-19 წლებში „ტოტენჰემში“ თამაშობდა. ასევე ის „ბარნლისა“ და „ბარნსლიშიც“ გარჯილა. 2019 წლიდან კი „ატლეტიკოს“ ღირსებას იცავს.

მიმდინარე სეზონში 30 წლის ფეხბურთელმა 34 მატჩი გამართა და ექვსი საგოლე პასით გამოირჩა. პორტალი Transfermarkt, მას 20 მილიონ ევროდ აფასებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11086