ფეხბურთი

10:51 | 18.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

„იუვენტუსი“ დუგლას კოშტას „გრემიოში“ გაუშვებს

„იუვენტუსი“ მზადაა გარემარბი, დუგლას კოშტა, მშობლიურ „გრემიოში“ დააბრუნოს - წერს ტვიტერის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

30 წლის ბრაზილიელი „გრემიოსთან“ კონტრაქტს 2023 წლის დეკემბრამდე გააფორმებს. მხოლოდ წვრილმანები დარჩა შესათანხმებელი.

შეგახსენებთ, რომ კოშტამ საფეხბურთო კარიერა სწორედ „გრემიოში“ დაიწყო.

კოშტა „იუვენტუსის“ საკუთრებაა, თუმცა მიმდინარე სეზონს მიუნხენის „ბაიერნში“ ატარებს იჯარით.

0.111352